XI „ა „ კლასის დამრიგებლის სამუშაო გეგმა
(2014 – 2015 სასწავლო წელი)
ნამდვილად არა ვარ
ახალბედა კლასის ხელმძღვანელი .
უკვე ამის 20 წლიანი გამოცდილება გამაჩნია
და ზუსტად ვიცი ,რომ სითბო ,სიყვარული,მზრუნველობა,
პატივისცემა ბავშვთან ურთიერთობაში უდიდესი იარაღია. ნებისმიერ ასაკში ბავშვები ძალზე
მგრძნობიარენი არიან და ზედმეტი სიმკაცრე მათთან ურთიერთობაში დაუშვეებლია.
ვცდილობ ნათლად
დავანახო მათ ჩემი მათდამი კეთილგანწყობა,ვესაუბრო ღიათ და მეგობრულად. მიუხედავად
იმისა რომ ისინი ბევრნი არიან მე კი ერთი ,ვერცერთს ვერ მოვაკლებ ყურადღებას ,აუცილებელია ყველას მიმართ
ინტერესის გამოხატვა,თანაგრძნობა .
ბავშვი ყოველთვის
უნდა გრძნობდეს ,რომ მისი საქმე,მისი მდგომარეობა ,სირთულეები და პრობლემები თქვენთვის
სულერთი არ არის,თქვენ მზად ხართ გაუგოთ მას
, უთანაგრძნოთ და ყველანაერი შესაძლო დახმარება
გაუწიოთ.
ამჟამად XI„ა" კლასის ხელმძღვანელი
ვარ. კლასი მრავალრიცხოვანია, სხვადასხვა ინტერესები და მისწრაფებები გააჩნიათ ,მაგრამ
მით უფრო საინტერესოა მათთან ურთიერთობა და მუშაობა. ვცდილობ სხვის მაგალითზე მოვახდინო
ბავშვების აქტივობის სტიმულირება ისე რო არავის ინტერესები არ შეილახოს , თავი გარიყულად
არავინ არ იგრძნოს,თითოეულმა ბავშვმა რომ დაინახოს სხვისი წარმატება და მიხვდეს ,რომ
ამის მიღწევა მასაც შეუძლია.
ერთ- ერთ ჩემ
მნიშვნელოვან ამოცანად კოლექტივის გაერთიანება მიმაჩნია,ამის მისაღწევად ვცდილობ აქტიურად
ჩავრთო ბავშვები სასკოლო ღონისძიებებში,კონფერენციებში,ერთობლივ პროექტებში.
ვერ წარმოიდგენთ
როგორ უხარიათ მათ როდესაც შეაქებ მიღწეული წარმატებებისთვის, მიულოცავ რაიმე მათთვის
მნიშვნელოვან დღესასწაულს,მოიკითხავ მათთვის ძვირფას ადამიანს,დაინტერესდები მათი ცხოვრებით,
ისინი ნდობას და პატივისცემას გრძნობენ შენგან და ცდილობენ თვითონაც გამოხატონ სითბო
და სიყვერული.
გულწრფელობა, ტაქტი, დელიკატურობა, თითოეული ბავშვის განუმეორებელი თვისებების
ღირსეულად შეფასება აუცილებლად დადებითად აისახება
მათ ფსიკიკაზე და პიროვნულ თვისებებზე.
ამავდროულად ჩემს საქმიანობაში აუცილებელია მშობლებთან მჭიდრო ურთიერთობა, ვინაიდან
მიმაჩნია , რომ სკოლა და ოჯახი ბავშვის აღზრდაში ერთი ჯაჭვის ორი რგოლია. მიუხედავად
იმისა რომ სხვადასხვა გარემოებების გამო რთულია მშობლის აქტიურად ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში,
მაინც ვცდილობ რომ დავგეგმო ისეთი აქტივობები,რომლებშიც მშობლები ირიბად მაინც შეძლებენ
მონაწილეობის მიღებას, ვიწვევთ მათ კლასის კრებებზე,ბავშვების მიერ მომზადებულ პრეზენტაციებზე,
სასკოლო კონფერენციებზე,რომლებიც მათთვის საინტერესო საკითხებს ეხება,სასწავლო ექსკურსიებზე
და სხვ. ღონისძიების შემდეგ მშობლები ღებულობენ მონაწილეობას განხილვებში,დისკუსიებში, ღიად გამოთქვამენ თავის მოსაზრებას,სურვილებს,უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს.
დაგეგმილი ღონისძიებების და აქტივობების შესახებ მშობლებს წინასწარ ვატყობინებ და ვთხოვ გარკვეული დახმარების გაწევას მათ ორგანიზებაში. ასევე რეგულარულად ვაწვდი მშობლებს ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მიღწევის,დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა და წარმატებების შესახებ.
ჩემს მიერ შემუშავებული სადამრიგებლო საათის გეგმა შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა:
სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია
დაგეგმილი ღონისძიებების და აქტივობების შესახებ მშობლებს წინასწარ ვატყობინებ და ვთხოვ გარკვეული დახმარების გაწევას მათ ორგანიზებაში. ასევე რეგულარულად ვაწვდი მშობლებს ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მიღწევის,დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა და წარმატებების შესახებ.
ჩემს მიერ შემუშავებული სადამრიგებლო საათის გეგმა შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა:
- პროფესიული ორიენტაცია და კარიერული ზრდა
- ბავშვის პიროვნული და მორალური განვითარება.
- თვალსაწიერის გაფართოება
- გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
- მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა
- ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი
- თანამშრომლობის პრინციპი
- სამოქალაქო ცნობიერების განვითარება
სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია
- აღზრდის მთლიანობა - პიროვნების განვითარება ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი კუთხით არის აუცილებელი. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი მიზანი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა.
- შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია. მოსწავლეები ერთმანეთისგან ნიჭითა და შესაძლებლობებით განსხვავდებიან. ამდენად, დამრიგებლის ფუნქცია მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა, მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოსავლენად სათანადო პირობების შექმნაა.
- გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი - პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, გარემოსა და ბუნების მოფრთხილება.
- მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება - ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები; და ბუნების მოფრთხილება.
- პროფესიული ორიენტაცია და კარიერული ზრდა - პროფესიის არჩევა ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია მოზარდის ცხოვრებაში , რომელიც მთელ მის მომავალ ცოვრებას განსაზღვრავს. სკოლა უნდა დაეხმაროს მოსწავლეს აირჩიოს ისეთი პროფესია,რომელიც მის ინტერესებს და შესაძლებლობებს შეესაბამება, მისცეს მას სწორი მიმართულება , დაანახოს მისი ძლიერი მხარეები და ის თვისებები,რომლებიც განვითარებას საჭიროებს.
ჩატარებული და დაგეგმილი კლასის საათების
თემატიკა:
- "ფრთხილად ,კომპიუტერი!"
- "განა შენ ეს გინდა?!"( მოწევის წინააღმდეგ)
- "კამათის ხელოვნება"
- "უფლება და თავისუფლება"
- " მე მსურს რომ"
- "ფიქრები მომავალზე"
- "თვითმმართველობა-შენ-სკოლა"
- "ჯგუფი და ინდივიდი"
- "სწრაფი წარმატებისკენ-ჩემი მიზანი"
- "სწავლა შენი პატრიოტული ვალია"
Комментариев нет:
Отправить комментарий