კლასგარეშე მუშაობა




ჩვენ ,დამრიგებლებს, ჩვენი მოვალეობებიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირი და ახლო ურთიერთობა გვაქვს მოსწავლეებთან,  ხშირად მათი მრჩეველის  და აღმზრდელის როლს ვასრულებთ. ამოტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სადამრიგებლო შეხვედრები.


სადამრიგებლო საათის პროგრამა შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა: 

·        აღზრდის მთლიანობა 
·        შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა 
·        მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა
·        თანამშრომლობის პრინციპი
·        ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი
  
სადამრიგებლო საათის პროგრამის ერთ -ერთი მიმართულებაა -
გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი.
 ამიტომ  კლასის კრებაზე გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა კლასის საათი თემაზე”ფრთხილად ,კომპიუტერი” . რატომ ავირჩიეთ ეს თემა?21 საუკუნე, როგორც ცნობილია ,კომპიუტერული ტექნოლოგიების საუკუნედ ითვლება.კომპიუტერი ისე ფართოდ არის შემოსული ჩვენს ცხოვრებაში,რომ მის გარეშე   ჩვენი არსებობა ნაკლებათ წარმოგვიდგენია.  კაცობრიობის   სხვა უამრავ დაავადებასთან ერთად კი გაჩნდა ახალი დაავადება ,რომელსაც კომპიუტერული დამოკიდებულება ეწოდება.ბავშვებმა ისაუბრეს იმაზე თუ  რა დამოკიდებულება გააჩნიათ კომპიუტერის მიმართ,რამდენად მნიშვნელოვანია ის მათთვის და როგორ უნდა იმეგობრონ  კომპიუტერთან  ისე,რომ საკუთარ ჯანმრთლობას არ ავნონ  , ვინაიდან მოზარდები,რომლებიც ინტერნეტ- დამოკიდებულები არიან, უამრავ დროს   ფუჭად კარგავენ  კომპიუტერთან და ვირტუალურ ურთიერთობებს ამჯობინებენ ცოცხალს.
მედიკოსების აზრით კომპიუტერული დამოკიდებულება აზარტული თამაშების მიმართ დამოკიდებულებას ჰგავს. ორივე დამოკიდებულების დროს ადამიანი პრაქტიკულად ერთნაერ  ემოციებს   განიცდის.
 
ჩამოგითვლით ამგვარი დამოკიდებულების რამოდენიმე სიმპტომს:  
 
1. კომპიუტერთან ჯდომისას ადამიანი ეიფორიას, სიამოვნებას გრძნობს.
2. ის გრძნობს,რომ თამაშმა იმდენად გაიტაცა ,რომ თავს ვერ ანებებს.
3.ის სულ უფრო მეტ დროს ატარებს კომპიუტერთან,ვინაიდან დრო მისთვის შეუმჩნევლად გარბის.
 4.  თანდათან ადამიანი ივიწყებს ოჯახს,მეგობრებს, ინტერნეტის გარეშე ის თავს ცუდათ   გრძნობს ,დეპრესიაში ვარდება.  აქედან გამომდინარე იწყება პრობლემები ოჯახში,სკოლაში,სასმსახურში.

ბავშვებმა ერთმანეთს თავისი მოსაზრებები გააცნეს ამ საკითხთან დაკავშირებით, 
თემის ირგვლივ  მოამზადეს პრეზენტაცია,რომელიც  მარი  ხურჩილავამ  და მარი   თადუმაძემ  წარმოადგინეს.
კლასის საათის მსვლელობის პერიოდში  კი  ამ მხრივ  ჩვენს კლასში არსებული სიტუაციის დასადგენად ჩავატარეთ ანკეტირება და ბოლოს ანალიზი გავუკეთეთ შედეგებს.
  
(მასალები იხილეთ ქვემოთ)



ფრთხილად , კომპიუტერი! 


 







ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით  კლასში ასევე ჩავატარეთ კლასის საათი თემაზე : " არჩევანი შენზეა !".


თემის ირგვლივ ბავშვებმა მოამზადეს   პრეზენტაცია, გამართეს დისკუსია, დაამზადეს ფლაერები, გამოუშვეს კედლის გაზეთი , შეკითხვებით მიმართეს მოწვეულ სტუმრებს,რათა მათ დაეფიქსირებინათ თავიანთი  მოსაზრება საკითხთან დაკავშირებით. ბავშვები აქტიურად ჩაერთვნენ სხვადასხვა აქტივობებში. თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია , ამიტომ გადაწყდა  ახალი აქტივობების დაგეგმვა და პროექტის გაკეთება, რომელიც უფრო მასშტაბურად შეეხება ამ მნიშვნელოვან საკითხს.



პრეზენტაცია.





ფოტომასალა.



Комментариев нет:

Отправить комментарий