კეთილი იყოს თქვენი მობრძანება...
მე გახლავართ ლელა ჩორგოლაშვილი ქ. სამტრედიის N 1 საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგი. მიყვარს ჩემი პროფესია და ვცდილობ ჩემი საქმე მაქსიმალურად კარგად შევასრულო.
მინდა ჩემი პორტფოლიო წარმოგიდგინოთ.
ბლოგი ჯერ სამუშაო მდგომარეობაშია . სურვილი მაქვს გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და თქვენგანაც მივიღო რჩევები. თუ შეძლებთ დამიტოვეთ კომენტარი , როგორ შევცვალო და გავაუმჯობესო ჩემი პორტფოლიო.
მადლობა თანამშრომლობისთვის.
მინდა ჩემი პორტფოლიო წარმოგიდგინოთ.
ბლოგი ჯერ სამუშაო მდგომარეობაშია . სურვილი მაქვს გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და თქვენგანაც მივიღო რჩევები. თუ შეძლებთ დამიტოვეთ კომენტარი , როგორ შევცვალო და გავაუმჯობესო ჩემი პორტფოლიო.
მადლობა თანამშრომლობისთვის.
მასწავლებლის ათი მცნება.
გაბრიელა მისტრალი
1. გიყვარდეს მთელი სულითა და გულით, თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.
2. ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე, რომ მთავარი არ გაგეფანტოს.
3. გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევს სრულყოფილებას.
4. ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი.
5. იყავი გულანთებული. ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში.
6. სული შთაბერე გაკვეთილს. ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალ არსებასავით.
7. იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე. რომ გასცე, უნდა გქონდეს.
8. გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, ღვთისმსახურებაა.
9. ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული.
10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა.
