სასწავლო პროექტი ” ჩემი პირველი რეკლამა”.
პროექტის სახელწოდებაა” ჩემი პირველი რეკლამა”.თემის ირგვლივ დაგეგმილი აქტივობები( პრეზენტაციები,მოსწავლეების კვლევა-ძიების უნარის განვითარების მიზნით მოსახლეობის ანკეტირების ჩატარება ,დისკუსიები ,ახალ ლექსიკაზე მუშაობა და ა.შ.) მჭიდრო კავშირშია ესგ-თან.თემა აქტუალურია ,საინტერესო , საშუალებას გვაძლევს გავცდეთ ერთი გაკვეთილის ჩარჩოებს და მოსწავლეებს შევთავაზო გრძელვადიანი სასწავლო საქმიანობა აქტიური თანამშრომლობის ,გარემოსა და ცხოვრებისეულ მოვლენებთან რეალური კავშირების დამყარების მიზნით.
მისაღწევი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ მოცემული თემის ირგვლივ პრობლემის ანალიზირებას,ახალი მასალის მოძიებას და მის შედარებას უკვე ცნობილ ფაქტებთან,მიღებული შედეგების განზოგადებას ,დასკვნების გამოტანას.
მიეჩვევიან თვითორგანიზაციას ,შეძლებენ მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენონ.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მოითხოვს ურთიერთობებსა და ერთობლივ მუშაობას წყვილებსა და მცირე ჯგუფებში ,ინფორმაციის მუდმივ გაცვლა-გამოცვლას. მოსწავლეები აქტიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან,იყენებენ ინფორმაციის ელექტრონულ და სხვა წყაროებს,დამოუკიდებლად გამოაქვთ დასკვნები,თავად გეგმავენ საქმიანობას ,რომლის განხორციელების შედეგადაც შექმნიან გარკვეულ ნაშრომს( ქალაქის სილამაზის სალონის სარეკლამო რგოლს).თემის ირგვლივ მრავალი აზრი ყალიბდება,ხდება მათი განხილვა ,დასაბუთება და შეჯერების გზით გადაწყვეტილების მიღება. თემატიკა,მასალა,სასწავლო პროცესი და გარემო დაკავშირებულია მოსწავლეების გარემოცვაში მიმდინარე მოვლენებთან,რეალურ საჭიროებებთან,ამოცანები იმ პრობლემის ანალოგიურია,რომლებსაც ზრდასრულები აწყდებიან რეალურ ცხოვრებაში.( ავთენტური სწავლა).
პროექტის თემა
”ჩემი პირველი რეკლამა”.
პროექტის მთავარი იდეა:
პროექტის მთავარი იდეა:
მოსწავლეებმა, მიღებული ცოდნის გამოყენებით, დამოუკიდებლად გადაიღონ ქალაქის რომელიმე ობიექტის სარეკლამო რგოლი. დაიცვან შესაბამისი სტანდარტები.
პროექტის აქტუალობა
თემა აქტუალურია, საინტერესო, საშუალებას გვაძლევს გავცდეთ ერთი გაკვეთილის ჩარჩოებს, მასწავლებელზე ორიენტირებულ აქტივობებს და მოსწავლეეებს შევთავაზო გრძელვადიანი სასწავლო საქმიანობა აქტიური თანამშრომლობის, გარემოსა და ცხოვრებისეულ მოვლენებთან რეალური კავშირების დამყარების მიზნით.
ადმიანებს ყოველდღიური შეხება აქვთ სხვადასხვა სახის რეკლამასთან. რეკლამა ხელმისაწვდომია არა მარტო უფროსებისთვის ,არამედ ბავშვებისთვისაც..სარეკლამო რგოლის ჩვენების შემდეგ ,მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი გადაეღოთ საკუთარი სარეკლამო რგოლი ჩვენს ქალაქში არსებულ რომელიმე ობიექტზე.
პროექტის მიზნები
მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას რეკლამის ისტორიის,მნიშვნელობის,სახეობების , ზეგავლენის შესახებ საზოგადოებაზე.
ისწავლიან მოცემულ თემაზე პრობლემის ანალიზირებას,ახალი მასალის მოძიებას , მისი სტრუქტურირებას,დასკვნების გამოტანას.
პრაქტიკულად გამოიყენებენ შეძენილ ცოდნას.
გაუჩნდებათ ინტერესი დიზაინერის ,სარეკლამო აგენტის პროფესიებისადმი.
განუვითარდებათ წარმოსახვის უნარი.
გაუმდიდრდებათ ლექსიკური მარაგი.
მოსალოდნელი შედეგები
მოპოვებულ მასალაზე დაყრდნობით ააგებენ პრეზენტაციებს.
მოსალოდნელი შედეგები
მოპოვებულ მასალაზე დაყრდნობით ააგებენ პრეზენტაციებს.
მოამზადებენ თემასთან დაკავშირებულ ინსცენირებას.
გადაიღებენ სარეკლამო რგოლს.
რეკლამის ზეგავლენის დადგენის მიზნით ადამიანებზე ჩაატარებენ ანკეტირებას.
პროექტისატვის საჭირო ძირითადი რესურსები
ისტ-ი, ლიტერატურა, პროექტორი,საარქივო მასალები,ადამიანის რესურსი,რეკვიზიტი ინსცენირებისთვის,ნაბეჭდი დასარიგებელი მასალა. ფორმატის ფურცლები და ფლომასტერები,
პროექტის მსვლელობა
მოსწავლეებს გავაცანი თემა,ვაჩვენე სარეკლამო რგოლი, თემა მიმოვიხილე საერთო ჭრილში.საუბრის შემდეგ მათ გაიხსენეს თემასთან დაკავშირებული ყველა საკითხი,ნაცნობი ინფორმაცია,ჩამოაყალიბეს შეკითხვები:
პროექტისატვის საჭირო ძირითადი რესურსები
ისტ-ი, ლიტერატურა, პროექტორი,საარქივო მასალები,ადამიანის რესურსი,რეკვიზიტი ინსცენირებისთვის,ნაბეჭდი დასარიგებელი მასალა. ფორმატის ფურცლები და ფლომასტერები,
პროექტის მსვლელობა
მოსწავლეებს გავაცანი თემა,ვაჩვენე სარეკლამო რგოლი, თემა მიმოვიხილე საერთო ჭრილში.საუბრის შემდეგ მათ გაიხსენეს თემასთან დაკავშირებული ყველა საკითხი,ნაცნობი ინფორმაცია,ჩამოაყალიბეს შეკითხვები:
რისთვის არის საჭირო რეკლამა?
როგორ იქმნება ის?რეკლამის რა სახეობები არსებობს? რამდენად გამაღიზიანებელია ადამიანისთვის მისი სიჭარბე? და სხვ.
შემდეგ დანომრილი ბარათების მეშვეობით კლასი დაიყო 6 ჯგუფად, წითელნიშნულიანი ბარათის მქონე მოსწავლეები გახდნენ ჯგუფის ხელმძღვანელები. გადანაწილდა მოვალეობები( ვინ რას და როდის აკეთებს, ვინ არის შემსრულებელი და ა.შ.)
1 ჯგუფი--მოიძიებს ინფორმაციას რეკლამის ისტორიის შესახებ,თუ როდის გაჩნდა პირველი რეკლამა,როგორ ვითარდებოდა ის სხვადასხვა ქვეყნებში,სხვადასხვა დროს,როგორ ვითარდებოდა რეკლამა საქართველოში და მიღებულ ინფორმაციას პრეზენტაციის სახით წარმოადგენს.
2 ჯგუფი-მოიძიებს ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ კეთდება თანამედროვე რეკლამა,რა სახის რეკლამა არსებობს,რა მნიშვნელობა გააჩნია მას სამეწარმეო საქმიანობაში და ა. ს. გააკეთებს პრეზენტაციას.
3 ჯგუფი- მოსახლეობის აზრის გასარკვევად იმის თაობაზე, თუ რამდენად ენდობიან ისინი რეკლამას ,რა დოზით სურთ რომ რეკლამა გადიოდეს სატელევიზო ეთერში, უნდა დაწესდეს თუ არა ცენზურა თამბაქოსა და ალკოჰოლის რეკლამაზე და სხვა. ჩაატარებენ ანკეთირებას ქ .სამტრედიაში.წინასწარ შეადგენენ კითხვებს.ვინაიდან მოსახლეობის ნაწილი არ ფლობს რუსულ ენას ,კითხვები შედგება ქართულ ენაზე,თუმცა მონაცემების დამუშავების შემდეგ,პრეზენტაცია აიგება რუსულად,გამოკითხვის სედეგები პრეზენტაციაში წარმოდგენილი იქნება დიაგრამების მეშვეობით.( იხ. ფოტოგალერეის გვერდი).
4ჯგუფი-რეკლამის როლის დემონსტრირების მიზნით ს. მიხალკოვის ლექსზე ”Как старик корову продавал ” მოამზადებენ ინსცენირებას , წარუდგენენ კლასს და გაიმართება შემდგომი დისკუსია.
5 ჯგუფი- მოამზადებს ჩვენი ქალაქის საგაზეთო რეკლამას,მოიძიებს ინფორმაციას, ქალაქის უხუცესებისგან,გამოიყენებს საარქივო მასალებს,საძიებო სისტემებს.
6 ჯგუფი-მოიძიებს ინფორმაციას ქალაქში არსებული სხვადასხვა ობიექტების შესახებ,აირჩევს საჭირო ობიექტს და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით გადაიღებს სარეკლამო რგოლს,რომელსაც ატვირთავს YouTube-ზე.
ყველა ფუნქციის გადანაწილების შემდეგ მოსწავლეებს ინფორმაციის წყაროები მივუთითე.ერთად ჩამოვაყალიბეთ სამუშაო გეგმა,სადაც ყველა ნაბიჯი იყო წინასწარ გაწერილი( ჟურნალ-გაზეთებიდან,ინტერნეტიდან ,ლიტერატურიდან ინფორმაციის მოძიება,ადამიანური რესურსის მონახვა,ანკეტირების კითხვების შედგენა,ინსცენირების მომზადება,რეკლამისათვის საჭირო ობიექტის მოძებნა და სხვა).
მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს კვლევის გეგმა,სადაც დაწვრილებეთ აღწერეს კვლევის პროცესის ყველა ნაბიჯი,მატერიალური რესურსის მოძიების ჩათვლით.
შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებმა დაიწყეს გეგმის რეალურად შესრულება,ინფორმაციის მოძიება,ანალიზირება, აკეთებდნენ ჩანაწერებს,იზრუნეს პროექტის ვიზუალურ მახარეზეც,მოამზადეს პრეზენტაციები,მაქსიმალურად გამოიყენეს თავისი შემოქმედებითი პოტენციალი.
პროექტის მონაწილეებს ვაფასებ შემდეგი კრიტერიუმებით:
1.ორგანიზება 2.ზეპირი პრეზენტაცია 3. ისტ-ის გამოყენება 4.თემის წარდგენა 5.დასკვნების გაკეთება 6.კვლევა 7.თვალსაჩინოებები 8.გამართული მეტყველება. 9. კრეატიულობა.
წინასწარი ცოდნა: იციან რისთვის არის საჭირო რეკლამა,რა სახის რეკლამა არსებობს,აქვთ გარკვეული ლექსიკური მარაგი.
კლასი: მეცხრე.
მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი.
ვადები:10 სამუშაო დღე.
სამუშაო ენა: რუსული.
პროექტის ფასილიტატორი: ლელა ჩორგოლაშვილი.
(პროექტის პრეზენტაციები, კვლევის შედეგების ამსხველი ფოტომასალა, დიაგრამები , იხ. გვ.: "ჩემს მიერ შექმნილი და მოძიებული ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სასწავლო რესურსები". )
.
Комментариев нет:
Отправить комментарий